A+
A-
მთავრობა მოკრძალებულ საპრეზიდენტო ინაუგურაციას გეგმავს
06 ნოემბერი 2013 20:22:13

არჩეული პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის ინაუგურაციის მოსამზადებელმა სახელმწიფო კომისიამ განაცხადა, რომ ცერემონია, რომელიც 17 ნოემბერს იგეგმებაზომიერი და უბრალო იქნება ხარჯების მინიმუმამდე დაყვანის მიზნით.

ფიცის დადების ცერემონიალი პარლამენტის ძველი შენობის ეზოში გაიმართება რუსთაველის გამზირზე, განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა და კომისიის წევრმა მაია ფანჯიკიძემ 4 ნოემბერს.

მისი თქმით, მოსაწვევები გაეგზავნათ უცხოელ ოფიციალურ პირებს დაახლოებით 70 ქვეყნიდან და საერთაშორისო ორგანიზაციიდან.

ფანჯიკიძემ განაცხადა, რომ მოწვეულებს შორის არ არის რუსეთი, ვისთანაც საქართველოს 2008 წლის ომის შემდეგ გაწყვეტილი აქვს დიპლომატიური ურთიერთობები

ცერემონიაზე ასევე მოწვეულები იქნებიან  დეპუტატები, პრეზიდენტი სააკაშვილი და ექს–პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე.

ფიცის დადების ცერემონიალის შემდეგ მარგველაშვილი გმირთა მოედანზე სამშობლისთვის დაღუპული ჯარისკაცების მემორიალს გვირგვინით შეამკობს, რის შემდეგაც გაიმართება ქართული ფოლკლორული  ანსამბლის კონცერტი და მიღება მოწვეული უცხოელი სტუმრებისთვის.