A+
A-
საფრანგეთის და საქართველოს თავდაცვის მინისტრების შეხვედრა პარიზში
08 ნოემბერი 2013 20:27:06

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია, რომელიც პარიზს სტუმრობს, 8 ნოემბერს თავის ფრანგ კოლეგას ჟან-ივ ლე დრიანს შეხვდა.

საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ეს ორი ქვეყნის თავდაცვის მინისტრებს შორის „პირველი ოფიციალური შეხვედრა“ იყო.

მინისტრებმა „სამხედრო  მრეწველობის სფეროში თანამშრომლობის საკითხები“ განიხილეს, განაცხადა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ დაკონკრეტების გარეშე.

„თავდაცვის მინისტრთან შეხვედრაზე განვიხილეთ საქართველოს ნატოში გაწევრიანების, ორმხრივი თანამშრომლობის საკითხი და განსაკუთრებით შევეხეთ ჩვენს სამომავლო სამხედრო-ტექნიკურ ურთიერთობებს. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გავზარდოთ თანამშრომლობის სფერო საფრანგეთთან“, – განაცხადა ალასანიამ შეხვედრის შემდეგ და მიესალმა იმ ფაქტს, რომ „მაღალი დონის ურთიერთგაგება არსებობს ჩვენს და ფრანგ სამხედროებს შორის“.

ასევე 8 ნოემბერს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე, რომელიც პარიზში იუნესკოს გენერალურ კონფერენციას ესწრება, საფრანგეთის ევროპულ საქმეთა მინისტრს ტირეი რეპანტენს შეხვდა. ფანჯიკიძემ განაცხადა, რომ შეხვედრაზე საქართველოს მისწრაფებები ევროკავშირსა და ნატოსკენ და ასევე ვილნიუსის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი იქნა განხილული