A+
A-
პუტინი: ‘ჩვენ ვაპირებთ გავიმყაროთ პოზიციები` სამხრეთ კავკასიაში
02 დეკემბერი 2013 22:49:58

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სომხეთში მისი ვიზიტის ფარგლებში 2 დეკემბერს განაცხადა, რომ რუსეთი სამხრეთ კავკასიაში საკუთარი პოზიციების გამყარებას აპირებს.

„რუსეთი აქედან არსად წასვლას არასოდეს არ აპირებდა. პირიქით, ჩვენ ვაპირებთ გავამყაროთ საკუთარი პოზიციები იმიერკავკასიაში “, - განაცხადა მან რუსულ-სომხურ რეგიონთაშორისო ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას გიუმრიში - ქალაქში, სადაც რუსეთის 102-ე სამხედრო ბაზაა განთავსებული

აპლოდისმენტების შემდეგ პუტინმა განაგრძო: „ჩვენ გავამყარებთ საკუთარ პოზიციებს იმიერკავკასიაში ყველაფერ იმ კარგზე დაყრდნობით, რაც ჩვენი წინაპრებისგან მივიღეთ, რეგიონის ყველა ქვეყანასთან, მათ შორის სომხეთთანაც, კეთილმეგობრულ ურთიერთობებზე დაყრდნობით“.