ახალი ამბები
05-დეკემბერი-2013
ხელისუფლებას მოუწოდეს ‘არ აყვეს თვითმმართველობის იდეის დისკრედიტაციის ტალღას
პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა 5 დეკემბერს, რომ „შიგნით კოალიციაში იყო აზრთა სხვადასხვაობა სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით“. მან ასევე განაცხადა, რომ საერთო ჯამში, ყველა იზიარებს იმ პრინციპს, რომ ადგილობრივ თვითმმართველობას ძალაუფლება უნდა მიენიჭოს, თუმცა იქვე დასძინა დეტალების დაკონკრეტების გარეშე, რომ ბევრი რისკი არსებობს
05-დეკემბერი-2013
პატრიარქი: თვითმმართველობის ახალი კოდექსის პროექტი ქვეყნის `დაშლას` გამოიწვევს
კანონპროექტი, რომელიც ეფუძნება იმ კონცეფციას, რომელიც მთავრობამ დაახლოებით ცხრა თვის წინ გამოაქვეყნა, ითვალისწინებს ადგილობრივი მოსახლეობის მეტი ჩართულობის მექანიზმებს ადგილებზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში. კოდექსის პროექტით გათვალისწინებულია ასევე მერების პირდაპირი წესით არჩევას სულ ცოტა ჩვიდმეტამდე გაზრდილ თვითმმართველ ქალაქში
04-დეკემბერი-2013
ლავროვი საქართველოსთან ურთიერთობების, ‘საზღვრის მოწყობის და ნატოს გაფართოების შესახებ
„ვიმედოვნებ, რომ დღის წესრიგში დაბრუნდება დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის საკითხი, რომელიც ქართული მხარის ინიციატივით შეწყდა“, – დასძინა ლავროვმა.
03-დეკემბერი-2013
საქართველო საერთაშორისო გამჭვირვალობის 2013 წლის კორუფციის აღქმის ინდექსში
საქართველოს მაჩვენებელი ოდნავ გაუარესდა საერთაშორისო გამჭვირვალობის 2013 წლის კორუფციის აღქმის ინდექსში, სადაც ქვეყანას 55-ე ადგილი უკავია 177 ქვეყანას შორის.
02-დეკემბერი-2013
პუტინი: ‘ჩვენ ვაპირებთ გავიმყაროთ პოზიციები` სამხრეთ კავკასიაში
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სომხეთში მისი ვიზიტის ფარგლებში 2 დეკემბერს განაცხადა, რომ რუსეთი სამხრეთ კავკასიაში საკუთარი პოზიციების გამყარებას აპირებს.
02-დეკემბერი-2013
უსუფაშვილი და ფანჯიკიძე უკრაინის შესახებ კომენტარს აკეთებენ
პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ უკრაინელი ხალხი შეძლებს „თავისი თავისუფალი არჩევნის რეალიზებას“, ხოლო საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ განაცხადა, რომ თბილისი „შეშფოთებით“ ადევნებს თვალს უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს.
01-დეკემბერი-2013
2014 წლის ბიუჯეტის კორექტირებული პროექტი
ბიუჯეტის პროექტის ახალ ვარიანტში უცვლელად არის დატოვებული ეკონომიკური ზრდის პროგნოზი და 5%-ს შეადგენს. წლევანდელ ბიუჯეტში მშპ-ის ზრდის პროგნოზი 6%-ია, თუმცა მისმა რეალურმა ზრდამ, საქსტატის მონაცემებით, 2013 წლის პირველ ათ თვეში 1.9% შეადგინა. მთავრობა ვარაუდობს, რომ წლის ბოლოს ეკონომიკის რეალური ზრდა 2.5% იქნება.
12-ნოემბერი-2013
EBRD-მა საქართველოს ეკონომიკის ზრდის პროგნოზი 2%-მდე შეამცირა
ევრობანკის განმარტებით, საქართველოს ეკონომიკური ზრდა კერძო და სახელმწიფო ინვესტიციების შემცირებამ, აგრეთვე პოლიტიკურმა არასტაბილურობამ შეაფერხა, რომელიც საპარლამენტო არჩევნების შემდგომ პოლიტიკურ ტრანსფორმაციასა და საპრეზიდენტო არჩევნებს უკავშირდება.
11-ნოემბერი-2013
საგადასახადო შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებლები ვერ სრულდება
მთავრობა, რომელსაც ოპოზიცია თვეების განმავლობაში აკრიტიკებდა მისი ეკონომიკური პოლიტიკის გამო, კიდევ უფრო მეტ კრიტიკას დაიმსახურებს ნაციონალური მოძრაობის საპარლამენტო უმცირესობის მხრიდან, რომელიც აცხადებს, რომ შემოსავლებში დანაკლისის გამო ხელისუფლება იძულებული გახდება პარლამენტს ბიუჯეტის შემცირების თხოვნით მიმართოს წლის ბოლომდე.
10-ნოემბერი-2013
მარგველაშვილი რუსეთთან ურთიერთობების შესახებ საუბრობს
ინტერვიუში, რომელიც რუსეთის პირველმა არხმა კვირას გადასცა, მარგველაშვილმა განაცხადა, რომ ორმა ქვეყანამ ურთიერთობების დალაგება იმ საკითხების განხილვით უნდა დაიწყოს, რომლებზეც შეთანხმება შესაძლებელია და შემდეგ გადავიდნენ „კარგ მეზობლურ ურთიერთობებზე“ გრძელვადიან პერსპექტივაში.
09-ნოემბერი-2013
შინაგან საქმეთა მომავალ მინისტრად ალექსანდრე ჭიკაიძე დასახელდა
პოლიციის პოლკოვნიკი ჭიკაიძე, რომელსაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი აქვს დამთავრებული 2007 წელს დიპლომატიის სპეციალობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში 2008 წლიდან მუშაობს.
08-ნოემბერი-2013
საფრანგეთის და საქართველოს თავდაცვის მინისტრების შეხვედრა პარიზში
საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ეს ორი ქვეყნის თავდაცვის მინისტრებს შორის „პირველი ოფიციალური შეხვედრა“ იყო. მინისტრებმა „სამხედრო მრეწველობის სფეროში თანამშრომლობის საკითხები“ განიხილეს, განაცხადა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ დაკონკრეტების გარეშე.
07-ნოემბერი-2013
მთავარმა პროკურორმა გადადგომის შესახებ განცხადება გააკეთა
აღნიშნა რა ის ფაქტორი, რომ მისი საქმიანობის დრო საქართველოში „ორხელისუფლებიანობის“ დროს დაემთხვა, კბილაშვილმა განაცხადა: „ბუნებრივია ისიც, რომ ვარ კოჰაბიტაციით განაწყენებულ მოქალაქეთა წყრომის ადრესატი“. „თუმცა ვთვლი, რომ პრემიერ ივანიშვილის მთავრობის პოლიტიკა, რომელიც სისხლის სამართლის სფეროში ზომიერებითა და დაბალანსებულობით გამოირჩეოდა, ერთადერთი სწორი პოლიტიკა იყო“, - განაცხადა მან.
06-ნოემბერი-2013
უსუფაშვილი პოლიტიკურად მოტივირებულ დევნას გამორიცხავს
პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა განაცხადა 6 ნოემბერს, რომ არც პრეზიდენტ სააკაშვილის და არც ნებისმიერი სხვა პირის მიმართ საქართველოში პოლიტიკურად მოტივირებული დევნა არ იქნება.
06-ნოემბერი-2013
მთავრობა მოკრძალებულ საპრეზიდენტო ინაუგურაციას გეგმავს
არჩეული პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის ინაუგურაციის მოსამზადებელმა სახელმწიფო კომისიამ განაცხადა, რომ ცერემონია, რომელიც 17 ნოემბერს იგეგმება, ზომიერი და უბრალო იქნება ხარჯების მინიმუმამდე დაყვანის მიზნით.
05-ნოემბერი-2013
საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი სამეურვეო საბჭოს ასარჩევად კანონში ცვლილებები შედის
მაუწყებლობის შესახებ კანონში ივლისიდან ამოქმედებული ცვლილებების თანახმად, ახალი საბჭო 2014 წლის იანვრიდან უნდა შექმნილიყო, თუმცა ქართული ოცნების დეპუტატების ჯგუფმა მოამზადეს ცვლილებების პროექტი, რომელიც მიღების შემთხვევაში, ძალაში ნოემბრის ბოლოდან შევა და შესაბამისად, არსებული საბჭოს ახალი შემადგენლობით შეცვლის პროცესი დაგეგმილზე, დაახლოებით, ერთი თვით ადრე დაიწყება.
04-ნოემბერი-2013
მარგველაშვილის თქმით, პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციაში ქართულ-ამერიკული უნივერისტეტის განთავსება იგეგმება
ახალი პრეზიდენტი არ აპირებს ავლაბრის რეზიდენციაში განათავსოს მისი ადმინისტრაცია, რომელიც საწყის ეტაპზე, ვიდრე თბილისში ათონელის ქუჩაზე პრეზიდენტის ახალი რეზიდენციის კეთილმოწყობა დასრულდება, დროებით სახელმწიფო კანცელარიის შენობაში დაიდებს ბინას.
03-ნოემბერი-2013
სააკაშვილმა ახალაია შეიწყალა
პრეზიდენტის შეწყალების მიუხედავად, ახალაია, რომელსაც 28 ოქტომბერს სამი წლით და ცხრა თვით პატიმრობა შეეფარდა ციხის ბუნტის საქმეზე, ვერ დატოვებს ციხეს, ვინაიდან მას წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული გირგვლიანის საქმეზე, სადაც მას ბრალად ედება სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება 2006 წელს, როდესაც ის სასჯელაღსრულების დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა
"ექშენი" ივანიშვილის სატელევიზიო შოუებში
ბოლოდროინდელი შეხვედრებიდან ყველაზე მეტად დასამახსოვრებელი ორი აღმოჩნდა: 25 სექტემბერს პრემიერ-მინისტრის შეხვედრა ექსპერტებთან და დღევანდელი შეხვედრა ჟურნალისტებთან. ორივე შეხვედრას თან ე.წ. "ექშენი" ახლდა. პრემიერ-მინისტრი კატეგორიული ტონით რეაგირებდა უშუალოდ მისსა და მისი გუნდის მისამართით გამოთქმულ კრიტიკაზე.
სალომე ზურაბიშვილი: რუსული ორბიტა ჩვენი ლექსიკიდან და აზროვნებიდან უნდა ამოვიღოთ
კოალიციაში შემავალი პარტიების ნაწილი და საგარეო საქმეთა სამინისტრო აგრძელებს პროდასავლურ განცხადებებს, მაგრამ ყველაფერი, რაც მოდის პრემიერისაგან, არის ბუნდოვანი. ასევე “ოცნების” წევრი პარტიებიდან მოდის უცნაური განცხადებები, რომ თურმე ზოგიერთი პარტია არის ანტი–ნატო. საქართველოში დაბრუნებული ლევან პირველი, რომელიც შედის “ოცნების” ერთ–ერთ პარტიაში [მრეწველები], რაც ჩემთვის ძალიან საკვირველია, აცხადებს, რომ თავისი პარტია არასდროს ყოფილა ნატოს მომხრე და არც არასდროს იქნება...
რუსეთი ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებს საკუთარ ეკონომიკურ კავშირში გაწევრიანებას აიძულებს
სარედაქციო წერილი საბჭოთა კავშირის დაშლიდან ათი და კიდევ უფრო მეტი წლის განმავლობაში, დასავლეთს მიაჩნდა, რომ მოლდოვას, რომელმაც დამოუკიდებლობა მოიპოვა, არაფერი ეშველებოდა. ქვეყანა, რომელსაც წლების განმავლობაში კვლავ კომუნისტური პარტია მართავდა, დიდწილად იმით იყო ცნობილი (თუკი საერთოდ ვინმეს ახსენდებოდა), რომ ორგანოებით და ქალებით ვაჭრობდა. ამიტომ, ამ პატარა, 3.5-მილიონიანი ქვეყნის ტრანსფორმაცია, რომელიც რუმინეთსა და უკრაინას შორის მდებარეობს, ევროპის ერთ-ერთ გამორჩეულ და წარმატებულ ისტორიად იქცა.
ივანიშვილის გაკვეთილები
მარინა მუსხელიშვილი: "ექსპერტების მუშაობის პრემიერისეული შეფასება თუნდაც სამართლიანი იყოს საზოგადოების თვალში, ეს არის ისეთივე რიგის მოვლენა, როგორიც მოსამართლეების საქმიანობაში ჩარევა..." მამუკა არეშიძე: "ივანიშვილმა გაგვაკრიტიკა და პასუხიც მოგვთხოვა, თუმცა ვთვლი, რომ არ გამოუვიდა"
არჩეული რჩეულია?
„ცუდად ჯდომას ცუდად შრომა ჯობიაო“, ნათქვამია. კი, ბატონო, ალბათ, ასე იყო ლუარსაბ თათქარიძის ეპოქაში, მაგრამ არა დღეს, და არა ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში. ალბათ ამიტომაა, რომ დღეს, მაგალითად, ბევრად უფრო ნაკლებ აღშფოთებას იმსახურებენ სხდომებზე მშვიდობიანად მთვლემარე პარლამენტარები, ვიდრე არაკომპეტენტური და არადემკორატიული საკანონმდებლო წინადადებების ინიციატორები
ამერიკელი კონგრესმენი: ვაშინგტონი „არ უნდა ეგუებოდეს“ რუსეთის ზეწოლას მეზობლებზე
რიჩარდ სოლაში ვაშინგტონი – ამერიკელი კონგრესმენი ამბობს, რომ ვაშინგტონი „არ უნდა ეგუებოდეს“ რუსეთის მხრიდან აშკარად მზარდ ზეწოლას მის მეზობლებზე, რომლებიც ევროკავშირთან დაახლოებისკენ მიისწრაფვიან.
სააკაშვილის გამოსვლა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე
„ევრაზიული კავშირი შეიქმნა როგორც ევროპის კავშირის ალტერნატივა, რომელსაც ვლადიმერ პუტინი საკუთარი პრეზიდენტობის მთავარ პროექტად განიხილავს“, – განაცხადა სააკაშვილმა თავის 30–წუთიან გამოსვლაში.
პრემიერ-მინისტრმა მწვავედ დატუქსა ექსპერტები
თავიდანვე გაეცა პასუხი შეკითხვას, თუ რატომ მიიწვია ექსპერტები საკუთარ ბიზნესცენტრში პრემიერ-მინისტრმა. მან თქვა, რომ საზოგადოება ”ექსპერტების გამონათქვამებით ცხოვრობს”, ექსპერტებს დიდი ზეგავლენის მოხდენა შეუძლიათ საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებაზე და ამიტომ მათ პასუხი უნდა აგონ თითოეული სიტყვის ობიექტურობაზე.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის ქმედებებს გმობს
"რუსეთის ფედერაციის უკანონო ქმედებები და შექმნილი ჰუმანიტარული მდგომარეობა ცხადყოფს უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნისა და ადამიანის უფლებათა მონიტორინგის აუცილებლობას", - აღნიშნულია განცხადებაში.
ჯოშუა კუცერა - ივანიშვილის მმართველობის დროსაც კი საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების ამბიციები რუსეთს აღიზიანებს
"როგორც ჩანს კრემლი, რომელიც საქართველოსთან ურთიერთობების მკაცრ პერსონიზაციას ახდენს სააკაშვილის, როგორც თაღლითი ავანტიურისტის წარმოჩენით, დაიბნა იმის გააზრებით, რომ სინამდვილეში ნატო-ს წევრობა საქართველოში პოლიტიკოსთა ფართო სპექტრის მიზანია. ასე რომ, კრემლმა აღარ იცის, რა რეაქცია ჰქონდეს იმაზე, რომ ივანიშვილს რუსეთთანაც უნდა კარგი ურთიერთობები და ნატო-ში გაწევრიანებაც სურს", - წერს ჯოშუა კუცერა.
მეთიუ ბრაიზა: "საქართველომ დიდი შეცდომები დაუშვა"...
"რუსეთი განსაკუთრებით 2008 წელს, დასავლეთის მიერ კოსოვოს აღიარების შემდეგ გააქტიურდა" "საქართველო კუთხეში მივიმწყვდიეთ და ვუთხარით, - აი, ამას არ გააკეთებო... ის კი არ გვითქვამს, თუ რა უნდა გაეკეთებინა იმისთვის, რომ ჩვენგან უფრო მეტი დახმარება მიეღო", - ამბობს სამხრეთ კავკასიაში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე მეთიუ ბრაიზა "ამერიკის ხმასთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში.
გმირის არასახარბიელო ბედი კოჰაბიტაციურ საქართველოში
გასულ კვირაში პრეზიდენტის ხელისუფლებასა და მთავრობას შორის პოლიტიკური დაპირისპირების თემად იქცა ავღანეთში დაჭრილი ერთ-ერთი ქართველი ოფიცრის მოუგვარებელი საყოფაცხოვრებო საკითხი. აღმოჩნდა, რომ არაერთი საბრძოლო ჯილდოს კავალერი, დაინვალიდებული სამხედრო პირი, ვიცე-პოლკოვნიკი ალექსანდრე ტუღუში საკუთარი ბინის მოლოდინში ავტოფარეხში ცხოვრობს.
ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ
ამანდა პოლი ისეთმა პატარა მოწყვლადმა ქვეყნებმა, როგორიც საქართველოა, უნდა იცოდნენ, რომ ევროკავშირი ბოლომდე დგას მათ გვერდით, როგორც პოლიტიკურ, ასევე ეკონომიკურ კონტექსტში. ევროკავშირმა უარი უნდა თქვას პოზიციაზე, რომელიც ხშირად აღიქმება, როგორც პასიური მიდგომა და უნდა აჩვენოს მართლაც სტრატეგიული ხედვა. მან უნდა ანახოს ყველას, რომ მის სამეზობლო პოლიტიკას აქვს ძალა და შეუძლია შედეგების მოტანა.
როგორ იშლება კრემლის მიერ ჩაფიქრებული ევრაზიული ქვიშის კოშკი
ანტონ ბარბაშინი, ჰანა თობერნი ვლადიმერ პუტინის ოცნება ევრაზიული კავშირის შექმნაზე სულს ღაფავს ბოლო კვირებში, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებმა კვლავ დაიწყეს წერა იმის თაობაზე, თუ როგორ აშინებს მოსკოვი უკრაინას, რადგან ამ უკანასკნელს გადაწყვეტილი აქვს ნოემბერში ხელი მოაწეროს ასოცირების შეთანხმებას ევროკავშირთან. რუსეთი, სასოწარკვეთილი ცდილობს რა უკრაინის შენარჩუნებას, რომელიც ევრაზიის კავშირის ყველაზე ძვირფას შენაძენად შეიძლება გადაიქცეს, ბოლო თვეებში აქტიურად ამოწმებს უკრაინიდან შესულ ყველა საქონელს. მან აკრძალა უკრაინული შოკოლადის იმპორტი და კიევი გააფრთხილა, რომ ის დაკარგავს „სტრატეგიული პარტნიორის“ სტატუსს და სერიოზული „თავდაცვითი ზომების“ წინაშე აღმოჩნდება, თუკი ასოცირების შესახებ შეთანხმებას ხელს მოაწერს.
"ჩვენი ჯარი უკვე ნატოშია"- ირაკლი ალასანია
"პრემიერის წასვლის შემდეგ ახალი რეალობა შეიქმნება" "ორწლიანი გეგმა მაქვს და თავდაცვის სამინისტროში დაწყებული საქმე ბოლომდე უნდა მივიყვანო" "სირიის სამხედრო ოპერაციებში საქართველოს ჩართვა არ განიხილება" "შემიძლია დავამშვიდო ყველა და მათ შორის პრეზიდენტიც, თუ ის მყინვარწვერზე ჩარჩება, აუცილებლად ჩამოვიყვანთ"
Le Point - ბიძინა ივანიშვილი ამოუცნობი ადამიანია
საქართველო რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობებს ანახლებს, - ამ სათაურით აქვეყნებს ფრანგული გამოცემა Le Point ექსკლუზიურ ინტერვიუს საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილთან.

10-დეკემბერი-2013
ანტიდასავლეთი
დასავლეთთან დაახლოება სულაც არ ნიშნავს თვითმყოფადობაზე უარის თქმას. სულ პირიქით: ყველა დასავლური ქვეყანა სხვადასხვანაირია. დასავლეთი მრავალფეროვანია და სხვადასხვაგვარი. ერთმანეთს ყველაზე მეტად ანტიდასავლური ქვეყნები ჰგვანან.
09-დეკემბერი-2013
ძალაუფლების შესახებ
დემონსტრაციების ჩატარების ძალაუფლებაც პოლიტიკური ძალაუფლებაა. საპატრიარქოს ახალგაზრდულ ფრთას “დავითიანი” სურვილისამებრ შეუძლია რუსთაველის გამზირის გადაკეტვა და კაბების შრიალით ჩავლა, მაშინ როდესაც იგივე ადგილის უფრო მცირე ხნით გადაკეტვისთვის პოლიცია სტუდენტებს უმოწყალოდ რბევს და 400 ლარითაც აჯარიმებინებს სასამართლო.
08-დეკემბერი-2013
ტიტანების შემდეგ
საქართველოს მნიშვნელოვანი დღეები დაუდგა. ისტორიას, რომელიც ახლა იქმნება, შეიძლება ასეც ვუწოდოთ – „ტიტანების შემდეგ“. ორი ზედმეტად დიდი ინდივიდუალობა, ისინი, ვინც ბოლო დროს დომინირებდა ქვეყანაში, მიხეილ სააკაშვილი და ბიძინა ივანიშვილი, სულ რაღაც ერთი კვირის ინტერვალით, ქვეყნის პოლიტიკური სცენიდან წავიდა.
05-დეკემბერი-2013
მოლდოვა და საქართველო – ფრონტის ახალი ხაზი ევროკავშირს და რუსეთს შორის
ივ-მიშელ რიოლი ბოლო დღეების სიმბოლიკა გამაოგნებელია. პატარა ბალტიისპირულმა რესპუბლიკა ლიტვამ გადამწყვეტი როლი ითამაშა კომუნისტური წყობის დანგრევაში და პირველმა გამოაცხადა დამოუკიდებლობა საბჭოთა კავშირისგან 1991 წელს. დღე ის გახდა მთავარი მოწმე იმისა, თუ როგორ განამტკიცა რუსეთმა პოზიციები თავისი გავლენის ზონაში.
04-დეკემბერი-2013
მარგველაშვილი რუსეთზე, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის შესახებ საუბრობს
რუსეთს ზემოქმედების არანაირი ბერკეტები არ გააჩნია იმისათვის, რომ საქართველო ევროპული ინტეგრაციის კურსიდან გადაიყვანოს და მომავალ წელს ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერაში შეუშალოს ხელი, განაცხადა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა.
11-ნოემბერი-2013
რელიგიათა საბჭოს განცხადება რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის შესახებ საკანონმდებლო ინიციატივაზე
მიუხედავად იმისა, რომ მთელ მსოფლიოში რელიგიასა და გამოხატვის თავისუფლებას შორის კონფლიქტი არაერთხელ გამხდარა მსჯელობის საგანი და რელიგიათა საბჭოს წევრებს ამ საკითზე ადრეც გაგვიკეთებია განცხადება, ჩვენ კიდევ ერთხელ გვინდა განვაცხადოთ, რომ ხსენებული ნორმის შინაარსი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, ადამიანის ძირითად უფლებებს და ზღუდავს გამოხატვის თავისუფლებას.
11-ნოემბერი-2013
რატომ არ ილაპარაკა გიორგი მარგველაშვილმა ოკუპაციაზე თუ დევნილებზე?
საზოგადოებაში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია ინტერვიუმ, რომელიც ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა რუსეთის პირველი არხის გადაცემა ”ვოსკრესნოე ვრემიას" მისცა. თუკი ანალიტიკოსების ერთი ნაწილისთვის ამ ინტერვიუში ახალი და გასაოცარი არაფერია, მეორე ნაწილი შემაშფოთებელ ტენდენციაზე ლაპარაკობს.
08-ნოემბერი-2013
"2013 წლის ბიუჯეტი ჩავარდნისთვის არის განწირული" - სად გაქრა 600 მილიონი?
"აქამდე ფინანსთა სამინისტროს ხისტმა და ჯიუტმა პოლიტიკამ მიგვიყვანა" "მოვიშორეთ ერთი ჭირი, ბიზნესის ტერორის სახით, მაგრამ მეორე ჭირმა, არაკომპეტენტურობამ წამოყო თავი" "წლევანდელ ბიუჯეტს უკვე აღარაფერი ეშველება, რაზეც პასუხისმგებლობა ფინანსთა მინისტრმა და სამინისტრომ უნდა აიღონ"
07-ნოემბერი-2013
რუსეთი-ევროპა: ცივი ომი გამოცხადდა
ალენ ფრანკო 28 ნოემბერს ევროკავშირი უკრაინასთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერას გეგმავს. მოსკოვი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ეს დაახლოება აღკვეთოს. რუსეთს და ევროკავშირს შორის ცივი ომის ატმოსფერომ დაისადგურა. ბრიუსელი უკვე სერიოზულად უპირისპირდება კრემლს. ევროკავშირი ცდილობს უკრაინის ევროპაში ინტეგრაციას, მაშინ როცა მოსკოვი ამას გააფთრებით ეწინააღმდეგება. რუსეთის რისხვის პირველი მსხვერპლი ლიტვაა, მეზობელი და ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა. ორთაბრძოლაში ყველა ტიპის თავდასხმაა დაშვებული, მათ შორის, საინფორმაციო კამპანიები ქვეყნის პრეზიდენტის დალია გრიბაუსკაიტეს წინააღმდეგ.
05-ნოემბერი-2013
ივანიშვილი რუხი კარდინალი გახდება?
მოლი კორსო საქართველოს პრემიერმინიტრი ბიძინა ივანიშვილი ამტკიცებს, რომ მისი გადადგომა, რასაც ამ თვეში აპირებს, ხელს შეუწყობს ამ ამიერკავკასიურ რესპუბლიკას, გათავისუფლდეს ძლიერი პოლიტიკური ფიგურებისაგან. თუმცა პოლიტოლოგები თბილისში ვარაუდობენ, რომ იმ შემთხვევაშიც, თუკი ივანიშვილი უარს იტყვის თავის ოფიციალურ სტატუსზე, ის მაინც დარჩება კულისებიდან ქართული მთავრობის მმართველ ძალად.
მთავარი | ახალი ამბები | სხვა ამბები | დაგვიკავშირდით
© 2011 Democracy discourse, All Rights Reserved
file '' not found