ახალი ამბები
05-დეკემბერი-2013
ხელისუფლებას მოუწოდეს ‘არ აყვეს თვითმმართველობის იდეის დისკრედიტაციის ტალღას
პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა 5 დეკემბერს, რომ „შიგნით კოალიციაში იყო აზრთა სხვადასხვაობა სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით“. მან ასევე განაცხადა, რომ საერთო ჯამში, ყველა იზიარებს იმ პრინციპს, რომ ადგილობრივ თვითმმართველობას ძალაუფლება უნდა მიენიჭოს, თუმცა იქვე დასძინა დეტალების დაკონკრეტების გარეშე, რომ ბევრი რისკი არსებობს
05-დეკემბერი-2013
პატრიარქი: თვითმმართველობის ახალი კოდექსის პროექტი ქვეყნის `დაშლას` გამოიწვევს
კანონპროექტი, რომელიც ეფუძნება იმ კონცეფციას, რომელიც მთავრობამ დაახლოებით ცხრა თვის წინ გამოაქვეყნა, ითვალისწინებს ადგილობრივი მოსახლეობის მეტი ჩართულობის მექანიზმებს ადგილებზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში. კოდექსის პროექტით გათვალისწინებულია ასევე მერების პირდაპირი წესით არჩევას სულ ცოტა ჩვიდმეტამდე გაზრდილ თვითმმართველ ქალაქში
04-დეკემბერი-2013
ლავროვი საქართველოსთან ურთიერთობების, ‘საზღვრის მოწყობის და ნატოს გაფართოების შესახებ
„ვიმედოვნებ, რომ დღის წესრიგში დაბრუნდება დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის საკითხი, რომელიც ქართული მხარის ინიციატივით შეწყდა“, – დასძინა ლავროვმა.
03-დეკემბერი-2013
საქართველო საერთაშორისო გამჭვირვალობის 2013 წლის კორუფციის აღქმის ინდექსში
საქართველოს მაჩვენებელი ოდნავ გაუარესდა საერთაშორისო გამჭვირვალობის 2013 წლის კორუფციის აღქმის ინდექსში, სადაც ქვეყანას 55-ე ადგილი უკავია 177 ქვეყანას შორის.
02-დეკემბერი-2013
პუტინი: ‘ჩვენ ვაპირებთ გავიმყაროთ პოზიციები` სამხრეთ კავკასიაში
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სომხეთში მისი ვიზიტის ფარგლებში 2 დეკემბერს განაცხადა, რომ რუსეთი სამხრეთ კავკასიაში საკუთარი პოზიციების გამყარებას აპირებს.
02-დეკემბერი-2013
უსუფაშვილი და ფანჯიკიძე უკრაინის შესახებ კომენტარს აკეთებენ
პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ უკრაინელი ხალხი შეძლებს „თავისი თავისუფალი არჩევნის რეალიზებას“, ხოლო საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ განაცხადა, რომ თბილისი „შეშფოთებით“ ადევნებს თვალს უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს.
01-დეკემბერი-2013
2014 წლის ბიუჯეტის კორექტირებული პროექტი
ბიუჯეტის პროექტის ახალ ვარიანტში უცვლელად არის დატოვებული ეკონომიკური ზრდის პროგნოზი და 5%-ს შეადგენს. წლევანდელ ბიუჯეტში მშპ-ის ზრდის პროგნოზი 6%-ია, თუმცა მისმა რეალურმა ზრდამ, საქსტატის მონაცემებით, 2013 წლის პირველ ათ თვეში 1.9% შეადგინა. მთავრობა ვარაუდობს, რომ წლის ბოლოს ეკონომიკის რეალური ზრდა 2.5% იქნება.
12-ნოემბერი-2013
EBRD-მა საქართველოს ეკონომიკის ზრდის პროგნოზი 2%-მდე შეამცირა
ევრობანკის განმარტებით, საქართველოს ეკონომიკური ზრდა კერძო და სახელმწიფო ინვესტიციების შემცირებამ, აგრეთვე პოლიტიკურმა არასტაბილურობამ შეაფერხა, რომელიც საპარლამენტო არჩევნების შემდგომ პოლიტიკურ ტრანსფორმაციასა და საპრეზიდენტო არჩევნებს უკავშირდება.
11-ნოემბერი-2013
საგადასახადო შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებლები ვერ სრულდება
მთავრობა, რომელსაც ოპოზიცია თვეების განმავლობაში აკრიტიკებდა მისი ეკონომიკური პოლიტიკის გამო, კიდევ უფრო მეტ კრიტიკას დაიმსახურებს ნაციონალური მოძრაობის საპარლამენტო უმცირესობის მხრიდან, რომელიც აცხადებს, რომ შემოსავლებში დანაკლისის გამო ხელისუფლება იძულებული გახდება პარლამენტს ბიუჯეტის შემცირების თხოვნით მიმართოს წლის ბოლომდე.
10-ნოემბერი-2013
მარგველაშვილი რუსეთთან ურთიერთობების შესახებ საუბრობს
ინტერვიუში, რომელიც რუსეთის პირველმა არხმა კვირას გადასცა, მარგველაშვილმა განაცხადა, რომ ორმა ქვეყანამ ურთიერთობების დალაგება იმ საკითხების განხილვით უნდა დაიწყოს, რომლებზეც შეთანხმება შესაძლებელია და შემდეგ გადავიდნენ „კარგ მეზობლურ ურთიერთობებზე“ გრძელვადიან პერსპექტივაში.
09-ნოემბერი-2013
შინაგან საქმეთა მომავალ მინისტრად ალექსანდრე ჭიკაიძე დასახელდა
პოლიციის პოლკოვნიკი ჭიკაიძე, რომელსაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი აქვს დამთავრებული 2007 წელს დიპლომატიის სპეციალობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში 2008 წლიდან მუშაობს.
08-ნოემბერი-2013
საფრანგეთის და საქართველოს თავდაცვის მინისტრების შეხვედრა პარიზში
საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ეს ორი ქვეყნის თავდაცვის მინისტრებს შორის „პირველი ოფიციალური შეხვედრა“ იყო. მინისტრებმა „სამხედრო მრეწველობის სფეროში თანამშრომლობის საკითხები“ განიხილეს, განაცხადა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ დაკონკრეტების გარეშე.
07-ნოემბერი-2013
მთავარმა პროკურორმა გადადგომის შესახებ განცხადება გააკეთა
აღნიშნა რა ის ფაქტორი, რომ მისი საქმიანობის დრო საქართველოში „ორხელისუფლებიანობის“ დროს დაემთხვა, კბილაშვილმა განაცხადა: „ბუნებრივია ისიც, რომ ვარ კოჰაბიტაციით განაწყენებულ მოქალაქეთა წყრომის ადრესატი“. „თუმცა ვთვლი, რომ პრემიერ ივანიშვილის მთავრობის პოლიტიკა, რომელიც სისხლის სამართლის სფეროში ზომიერებითა და დაბალანსებულობით გამოირჩეოდა, ერთადერთი სწორი პოლიტიკა იყო“, - განაცხადა მან.
06-ნოემბერი-2013
უსუფაშვილი პოლიტიკურად მოტივირებულ დევნას გამორიცხავს
პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა განაცხადა 6 ნოემბერს, რომ არც პრეზიდენტ სააკაშვილის და არც ნებისმიერი სხვა პირის მიმართ საქართველოში პოლიტიკურად მოტივირებული დევნა არ იქნება.
06-ნოემბერი-2013
მთავრობა მოკრძალებულ საპრეზიდენტო ინაუგურაციას გეგმავს
არჩეული პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის ინაუგურაციის მოსამზადებელმა სახელმწიფო კომისიამ განაცხადა, რომ ცერემონია, რომელიც 17 ნოემბერს იგეგმება, ზომიერი და უბრალო იქნება ხარჯების მინიმუმამდე დაყვანის მიზნით.
05-ნოემბერი-2013
საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი სამეურვეო საბჭოს ასარჩევად კანონში ცვლილებები შედის
მაუწყებლობის შესახებ კანონში ივლისიდან ამოქმედებული ცვლილებების თანახმად, ახალი საბჭო 2014 წლის იანვრიდან უნდა შექმნილიყო, თუმცა ქართული ოცნების დეპუტატების ჯგუფმა მოამზადეს ცვლილებების პროექტი, რომელიც მიღების შემთხვევაში, ძალაში ნოემბრის ბოლოდან შევა და შესაბამისად, არსებული საბჭოს ახალი შემადგენლობით შეცვლის პროცესი დაგეგმილზე, დაახლოებით, ერთი თვით ადრე დაიწყება.
04-ნოემბერი-2013
მარგველაშვილის თქმით, პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციაში ქართულ-ამერიკული უნივერისტეტის განთავსება იგეგმება
ახალი პრეზიდენტი არ აპირებს ავლაბრის რეზიდენციაში განათავსოს მისი ადმინისტრაცია, რომელიც საწყის ეტაპზე, ვიდრე თბილისში ათონელის ქუჩაზე პრეზიდენტის ახალი რეზიდენციის კეთილმოწყობა დასრულდება, დროებით სახელმწიფო კანცელარიის შენობაში დაიდებს ბინას.
03-ნოემბერი-2013
სააკაშვილმა ახალაია შეიწყალა
პრეზიდენტის შეწყალების მიუხედავად, ახალაია, რომელსაც 28 ოქტომბერს სამი წლით და ცხრა თვით პატიმრობა შეეფარდა ციხის ბუნტის საქმეზე, ვერ დატოვებს ციხეს, ვინაიდან მას წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული გირგვლიანის საქმეზე, სადაც მას ბრალად ედება სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება 2006 წელს, როდესაც ის სასჯელაღსრულების დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა
რექტორის მოვალეობის შემსრულებელს პრემიერ-მინისტრი აღარ დანიშნავს
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატებმა "უმაღლესი განათლების შესახებ" კანონზე იმსჯელეს. კანონისთვის კენჭი ჯერ არ უყრიათ, თუმცა სადავო მუხლი, რომელიც რექტორის მოვალეობის შემსრულებლის დანიშვნის წესს ეხება, შეიცვალა.
შიდაპარტიული დემოკრატია თუ ეფექტური წინასაარჩევნო სტრატეგია
წინასწარი არჩევნები შესაძლებლობას იძლევა მომავალი საერთო კანდიდატისათვის ლეგიტიმაციისა და პოლიტიკური მნიშვნელობის (წონის) ზრდისათვის. მარათონის დასრულების შემდეგ, აუცილებლად შეგვახსენებენ, რომ ტრიუმფატორმა დაუძლეველი წინააღმდეგობები გადალახა და უმძიმეს ბრძოლაში გამარჯვება ხვდა წილად.
დაპირისპირება ციხის სკანდალური კადრების მიზეზით
უმრავლესობის წარმომადგენლები პარალელურად თავადაც გამოხატავენ უკმაყოფილებას მთავარი პროკურორის იმ შუამდგომლობის გამო, რომლის საფუძველზეც 14 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლომ ვლადიმერ ბედუკაძე სრულად გაათავისუფლა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან, მაგრამ ხაზგასმით აღინიშნება ისიც, რომ არჩილ კბილაშვილს ამგვარი გადაწყვეტილების მიღებისას კანონი არ დაურღვევია, რადგანაც ვლადიმერ ბედუკაძე მსჯავრდებული არ იყო.
"ციხეებში ნარკოტიკებს შურდულით ისვრიან"
ჩემი მინისტრად დანიშვნიდან ორ კვირაში 5 თანამშრომელი გავათავისუფლეთ ქსნის ციხიდან მარტო იმიტომ, რომ "მაყურებლებთან" თანამშრომლობასა და "ობშიაკის" წილში ჩაჯდომაში იყვნენ მხილებულნი, მათ წინასწარ აფრთხილებდნენ, დღეს ჩხრეკა იქნება და "ობშიაკი" გადამალეთო. მართალია, ციხეებში დაგვხვდა "მაყურებლები", მაგრამ ნაციონალებისგან განსხვავებით, მათთან არ ვთანამშრომლობთ
Wall Street Journal - სააკაშვილი მერყევი, გაუბედავი და მორჩილი გახდა
"გაკვეთილები დემოკრატიული გამოცდილებიდან", - ამ სათაურით აქვეყნებს ამერიკული გამოცემა Wall Street Journal მეთიუ კამინსკის სტატიას საქართველოს შესახებ.
აზროვნების სიზუსტე ბოროტების პირისპირ
ცხადია, როცა სახელმწიფო ძალას იყენებს, მან ეს პროპორციულად და კანონის ფარგლებში უნდა გააკეთოს. ამ მხრივ, ჩვენს წინა ხელისუფლებასთან საკამათო ბევრი გვქონდა. მაგრამ საქმეც ისაა, რომ ეს სრულიად ლეგიტიმური კამათი არ უნდა ავურიოთ ფსევდოჰუმანისტურ დემაგოგიაში, რომელიც სახელმწიფოს მიერ ძალის გამოყენების ნებისმიერ შემთხვევას აპრიორი გმობს, როგორც „ძალის პოლიტიკას" და ვერ ხედავს მორალურ დისტანციას მასსა და ველურობაში ჩავარდნილი ბრბოს ქმედებას შორის. სანამ ამ გარჩევას ვისწავლით, კიდევ ბევრ 17 მაისს ვნახავთ.
თხოვნა, როგორც მოთხოვნა
პოლიციის შენობიდან გამოსულმა ადამიანმა თავი მოიკლა, თანაც ისე, რომ ამის შესახებ ახლობლებს შეატყობინა. რომ ილაპარაკა, ე. ი. უნდოდა, ეს ამბავი გახმაურებულიყო და რაც შეიძლება მეტ ადამიანს გაეგო. მას ალბათ უნდოდა, რომ ჩვენ, მედიას, ამ ფაქტზე გვესაუბრა. წინააღმდეგ შემთხვევაში ის უბრალოდ ჩუმად მოიკლავდა თავს. ეს თვითმკვლელობა პროტესტის აქტია.
სისტემა, რომელიც არ დანგრეულა
შურისძიების და სამართლიანობის გარჩევა ხანდახან ძნელი ხდება ხოლმე. მაგრამ ეს ზღვარი თუ წაიშალა, თვითონაც კი ვეღარ შეამჩნევ, როგორ გადაიქცევი უფრო საზარელ, სადისტ და დაუნდობელ ჯალათად, ვიდრე ის, ვისაც სამართლიანად სჯი.
გიორგი მარგველაშვილი დავით ზურაბიშვილის განცხადებაზე კომენტარს არ აკეთებს
განათლების მინისტრის მოადგილის, დავით ზურაბიშვილის განცხადებით, მერიის თანამშრომელთა დაკავების ფორმა "აბსოლუტურად უაზრო იყო".
რატომ ანახეს გაუპატიურების ფაქტები მედიასა და მესამე სექტორს
ყველამ უნდა ვიფიქროთ იმ ადამიანებზე, რომლებიც არიან ამ კადრებში. როდესაც ეს ადამიანები გაიგებენ, რომ დაახლოებით 100 ჟურნალისტი და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელი ზის და ამ კადრებს უყურებს, მათ გრძნობებზე ჩვენ უნდა ვიფიქროთ... ეკა გიგაური
"პოლიციელები სისტემის მსხვერპლები იყვნენ"
მინისტრის მოადგილემ ფარული ჩანაწერების შესახებაც ისაუბრა და განაცხადა, რომ პოლიციელები სისტემის მსვერპლები იყვნენ. ამიტომ მათი გათავისუფლება მხოლოდ იმის გამო, რომ ისინი წინა ხელისუფლების დროსაც მუშაობდნენ, არასწორია: "მე ყოველთვის დავიცავ პოლიციელების უფლებებს. და ვინც დასასჯელი იქნება, უმკაცრესად დაისჯება."
"ივანიშვილი უხერხულ მდგომარეობაშია"
- ამ ცვლილებებს ორი პრობლემა აქვს: შინაარსობრივი და ის მეთოდი, რომლის მეშვეობითაც ეს ცვლილებები შეიტანეს. როცა ასეთი სახის ცვლილებები იგეგმება, აუცილებელია იმ ხალხთან ურთიერთობა, ვისაც ეს ცვლილებები ეხება. ამიტომ სწორი და ჭკვიანური იქნებოდა, თუ განათლების სამინისტრო ამ ცვლილებებს უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან განიხილავდა.
ირაკლი ალასანია - "ტერორისტებთან დათმობაზე ვერ წავალთ!"
"ტენდერში ის გაიმარჯვებს, ვინც დააკმაყოფილებს სამ კრიტერიუმს" "4 დღეში უნდა დაშლილიყო ეს ბაზა და სხვაგან გადასულიყო, მაგრამ..." "ბრიტანელები, ამერიკელები და ქართველები არიან ყველაზე საპასუხისმგებლო და რთულ ზონაში"
ილია II: ვისაც არ დაუწყია კითხვა, დღეიდან დაიწყეთ
"წიგნი უნდა იყოს თქვენი მუდმივი თანამგზავრი და პირველი მეგობარი. ათი უმაღლესი სასწავლებელი რომ დაამთავროს ადამიანმა და წიგნის კითხვა არ იცოდეს, ეს სასწავლებლები ვერაფერს მოუტანს,
აშშ-ის კონგრესმენი საქართველოს ხელისუფლებას აკრიტიკებს
იმედს მაძლევს ის გარემოება, რომ ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე პროცესები, მათ შორის, საგამოძიებო საქმიანობა ყოფილ მაღალჩინოსნებთან მიმართებაში იმდენად გამჭვირვალედ მიმდინარეობს, რომ უახლოეს ხანებში კონგრესმენები დარწმუნდებიან, რომ სიტუაცია აბსოლუტურად სხვაგვარია... ირაკლი სესიაშვილი
შურისძიება და კანონი განათლების სისტემაში
რა იქნებოდა ნორმალური გზა? პირველ რიგში: სამართლიანობის აღდგენა არ ნიშნავს შურისძიებას. მაშინაც კი, როდესაც ქართველების ნაწილი შურისძიების წყურვილით არის შეპყრობილი და ნაკლებად აინტერესებს, ამით რამე გამოსწორდება თუ დაშავდება. მგონია, რომ კანონმდებელი ახალი კანონების შექმნისას არ უნდა ხელმძღვანელობდეს შურისძიების პრინციპით და არ ითხოვდეს კბილს კბილისა წინ. კანონმდებელი წინ უნდა იყურებოდეს და საფუძველს უყრიდეს ახალს და უკეთესს ან ავრცობდეს და აუმჯობესებდეს არსებულს და არა ანადგურებდეს მას

10-დეკემბერი-2013
ანტიდასავლეთი
დასავლეთთან დაახლოება სულაც არ ნიშნავს თვითმყოფადობაზე უარის თქმას. სულ პირიქით: ყველა დასავლური ქვეყანა სხვადასხვანაირია. დასავლეთი მრავალფეროვანია და სხვადასხვაგვარი. ერთმანეთს ყველაზე მეტად ანტიდასავლური ქვეყნები ჰგვანან.
09-დეკემბერი-2013
ძალაუფლების შესახებ
დემონსტრაციების ჩატარების ძალაუფლებაც პოლიტიკური ძალაუფლებაა. საპატრიარქოს ახალგაზრდულ ფრთას “დავითიანი” სურვილისამებრ შეუძლია რუსთაველის გამზირის გადაკეტვა და კაბების შრიალით ჩავლა, მაშინ როდესაც იგივე ადგილის უფრო მცირე ხნით გადაკეტვისთვის პოლიცია სტუდენტებს უმოწყალოდ რბევს და 400 ლარითაც აჯარიმებინებს სასამართლო.
08-დეკემბერი-2013
ტიტანების შემდეგ
საქართველოს მნიშვნელოვანი დღეები დაუდგა. ისტორიას, რომელიც ახლა იქმნება, შეიძლება ასეც ვუწოდოთ – „ტიტანების შემდეგ“. ორი ზედმეტად დიდი ინდივიდუალობა, ისინი, ვინც ბოლო დროს დომინირებდა ქვეყანაში, მიხეილ სააკაშვილი და ბიძინა ივანიშვილი, სულ რაღაც ერთი კვირის ინტერვალით, ქვეყნის პოლიტიკური სცენიდან წავიდა.
05-დეკემბერი-2013
მოლდოვა და საქართველო – ფრონტის ახალი ხაზი ევროკავშირს და რუსეთს შორის
ივ-მიშელ რიოლი ბოლო დღეების სიმბოლიკა გამაოგნებელია. პატარა ბალტიისპირულმა რესპუბლიკა ლიტვამ გადამწყვეტი როლი ითამაშა კომუნისტური წყობის დანგრევაში და პირველმა გამოაცხადა დამოუკიდებლობა საბჭოთა კავშირისგან 1991 წელს. დღე ის გახდა მთავარი მოწმე იმისა, თუ როგორ განამტკიცა რუსეთმა პოზიციები თავისი გავლენის ზონაში.
04-დეკემბერი-2013
მარგველაშვილი რუსეთზე, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის შესახებ საუბრობს
რუსეთს ზემოქმედების არანაირი ბერკეტები არ გააჩნია იმისათვის, რომ საქართველო ევროპული ინტეგრაციის კურსიდან გადაიყვანოს და მომავალ წელს ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერაში შეუშალოს ხელი, განაცხადა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა.
11-ნოემბერი-2013
რელიგიათა საბჭოს განცხადება რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის შესახებ საკანონმდებლო ინიციატივაზე
მიუხედავად იმისა, რომ მთელ მსოფლიოში რელიგიასა და გამოხატვის თავისუფლებას შორის კონფლიქტი არაერთხელ გამხდარა მსჯელობის საგანი და რელიგიათა საბჭოს წევრებს ამ საკითზე ადრეც გაგვიკეთებია განცხადება, ჩვენ კიდევ ერთხელ გვინდა განვაცხადოთ, რომ ხსენებული ნორმის შინაარსი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, ადამიანის ძირითად უფლებებს და ზღუდავს გამოხატვის თავისუფლებას.
11-ნოემბერი-2013
რატომ არ ილაპარაკა გიორგი მარგველაშვილმა ოკუპაციაზე თუ დევნილებზე?
საზოგადოებაში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია ინტერვიუმ, რომელიც ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა რუსეთის პირველი არხის გადაცემა ”ვოსკრესნოე ვრემიას" მისცა. თუკი ანალიტიკოსების ერთი ნაწილისთვის ამ ინტერვიუში ახალი და გასაოცარი არაფერია, მეორე ნაწილი შემაშფოთებელ ტენდენციაზე ლაპარაკობს.
08-ნოემბერი-2013
"2013 წლის ბიუჯეტი ჩავარდნისთვის არის განწირული" - სად გაქრა 600 მილიონი?
"აქამდე ფინანსთა სამინისტროს ხისტმა და ჯიუტმა პოლიტიკამ მიგვიყვანა" "მოვიშორეთ ერთი ჭირი, ბიზნესის ტერორის სახით, მაგრამ მეორე ჭირმა, არაკომპეტენტურობამ წამოყო თავი" "წლევანდელ ბიუჯეტს უკვე აღარაფერი ეშველება, რაზეც პასუხისმგებლობა ფინანსთა მინისტრმა და სამინისტრომ უნდა აიღონ"
07-ნოემბერი-2013
რუსეთი-ევროპა: ცივი ომი გამოცხადდა
ალენ ფრანკო 28 ნოემბერს ევროკავშირი უკრაინასთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერას გეგმავს. მოსკოვი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ეს დაახლოება აღკვეთოს. რუსეთს და ევროკავშირს შორის ცივი ომის ატმოსფერომ დაისადგურა. ბრიუსელი უკვე სერიოზულად უპირისპირდება კრემლს. ევროკავშირი ცდილობს უკრაინის ევროპაში ინტეგრაციას, მაშინ როცა მოსკოვი ამას გააფთრებით ეწინააღმდეგება. რუსეთის რისხვის პირველი მსხვერპლი ლიტვაა, მეზობელი და ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა. ორთაბრძოლაში ყველა ტიპის თავდასხმაა დაშვებული, მათ შორის, საინფორმაციო კამპანიები ქვეყნის პრეზიდენტის დალია გრიბაუსკაიტეს წინააღმდეგ.
05-ნოემბერი-2013
ივანიშვილი რუხი კარდინალი გახდება?
მოლი კორსო საქართველოს პრემიერმინიტრი ბიძინა ივანიშვილი ამტკიცებს, რომ მისი გადადგომა, რასაც ამ თვეში აპირებს, ხელს შეუწყობს ამ ამიერკავკასიურ რესპუბლიკას, გათავისუფლდეს ძლიერი პოლიტიკური ფიგურებისაგან. თუმცა პოლიტოლოგები თბილისში ვარაუდობენ, რომ იმ შემთხვევაშიც, თუკი ივანიშვილი უარს იტყვის თავის ოფიციალურ სტატუსზე, ის მაინც დარჩება კულისებიდან ქართული მთავრობის მმართველ ძალად.
მთავარი | ახალი ამბები | სხვა ამბები | დაგვიკავშირდით
© 2011 Democracy discourse, All Rights Reserved
file '' not found