ახალი ამბები
05-დეკემბერი-2013
ხელისუფლებას მოუწოდეს ‘არ აყვეს თვითმმართველობის იდეის დისკრედიტაციის ტალღას
პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა 5 დეკემბერს, რომ „შიგნით კოალიციაში იყო აზრთა სხვადასხვაობა სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით“. მან ასევე განაცხადა, რომ საერთო ჯამში, ყველა იზიარებს იმ პრინციპს, რომ ადგილობრივ თვითმმართველობას ძალაუფლება უნდა მიენიჭოს, თუმცა იქვე დასძინა დეტალების დაკონკრეტების გარეშე, რომ ბევრი რისკი არსებობს
05-დეკემბერი-2013
პატრიარქი: თვითმმართველობის ახალი კოდექსის პროექტი ქვეყნის `დაშლას` გამოიწვევს
კანონპროექტი, რომელიც ეფუძნება იმ კონცეფციას, რომელიც მთავრობამ დაახლოებით ცხრა თვის წინ გამოაქვეყნა, ითვალისწინებს ადგილობრივი მოსახლეობის მეტი ჩართულობის მექანიზმებს ადგილებზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში. კოდექსის პროექტით გათვალისწინებულია ასევე მერების პირდაპირი წესით არჩევას სულ ცოტა ჩვიდმეტამდე გაზრდილ თვითმმართველ ქალაქში
04-დეკემბერი-2013
ლავროვი საქართველოსთან ურთიერთობების, ‘საზღვრის მოწყობის და ნატოს გაფართოების შესახებ
„ვიმედოვნებ, რომ დღის წესრიგში დაბრუნდება დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის საკითხი, რომელიც ქართული მხარის ინიციატივით შეწყდა“, – დასძინა ლავროვმა.
03-დეკემბერი-2013
საქართველო საერთაშორისო გამჭვირვალობის 2013 წლის კორუფციის აღქმის ინდექსში
საქართველოს მაჩვენებელი ოდნავ გაუარესდა საერთაშორისო გამჭვირვალობის 2013 წლის კორუფციის აღქმის ინდექსში, სადაც ქვეყანას 55-ე ადგილი უკავია 177 ქვეყანას შორის.
02-დეკემბერი-2013
პუტინი: ‘ჩვენ ვაპირებთ გავიმყაროთ პოზიციები` სამხრეთ კავკასიაში
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სომხეთში მისი ვიზიტის ფარგლებში 2 დეკემბერს განაცხადა, რომ რუსეთი სამხრეთ კავკასიაში საკუთარი პოზიციების გამყარებას აპირებს.
02-დეკემბერი-2013
უსუფაშვილი და ფანჯიკიძე უკრაინის შესახებ კომენტარს აკეთებენ
პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ უკრაინელი ხალხი შეძლებს „თავისი თავისუფალი არჩევნის რეალიზებას“, ხოლო საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ განაცხადა, რომ თბილისი „შეშფოთებით“ ადევნებს თვალს უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს.
01-დეკემბერი-2013
2014 წლის ბიუჯეტის კორექტირებული პროექტი
ბიუჯეტის პროექტის ახალ ვარიანტში უცვლელად არის დატოვებული ეკონომიკური ზრდის პროგნოზი და 5%-ს შეადგენს. წლევანდელ ბიუჯეტში მშპ-ის ზრდის პროგნოზი 6%-ია, თუმცა მისმა რეალურმა ზრდამ, საქსტატის მონაცემებით, 2013 წლის პირველ ათ თვეში 1.9% შეადგინა. მთავრობა ვარაუდობს, რომ წლის ბოლოს ეკონომიკის რეალური ზრდა 2.5% იქნება.
12-ნოემბერი-2013
EBRD-მა საქართველოს ეკონომიკის ზრდის პროგნოზი 2%-მდე შეამცირა
ევრობანკის განმარტებით, საქართველოს ეკონომიკური ზრდა კერძო და სახელმწიფო ინვესტიციების შემცირებამ, აგრეთვე პოლიტიკურმა არასტაბილურობამ შეაფერხა, რომელიც საპარლამენტო არჩევნების შემდგომ პოლიტიკურ ტრანსფორმაციასა და საპრეზიდენტო არჩევნებს უკავშირდება.
11-ნოემბერი-2013
საგადასახადო შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებლები ვერ სრულდება
მთავრობა, რომელსაც ოპოზიცია თვეების განმავლობაში აკრიტიკებდა მისი ეკონომიკური პოლიტიკის გამო, კიდევ უფრო მეტ კრიტიკას დაიმსახურებს ნაციონალური მოძრაობის საპარლამენტო უმცირესობის მხრიდან, რომელიც აცხადებს, რომ შემოსავლებში დანაკლისის გამო ხელისუფლება იძულებული გახდება პარლამენტს ბიუჯეტის შემცირების თხოვნით მიმართოს წლის ბოლომდე.
10-ნოემბერი-2013
მარგველაშვილი რუსეთთან ურთიერთობების შესახებ საუბრობს
ინტერვიუში, რომელიც რუსეთის პირველმა არხმა კვირას გადასცა, მარგველაშვილმა განაცხადა, რომ ორმა ქვეყანამ ურთიერთობების დალაგება იმ საკითხების განხილვით უნდა დაიწყოს, რომლებზეც შეთანხმება შესაძლებელია და შემდეგ გადავიდნენ „კარგ მეზობლურ ურთიერთობებზე“ გრძელვადიან პერსპექტივაში.
09-ნოემბერი-2013
შინაგან საქმეთა მომავალ მინისტრად ალექსანდრე ჭიკაიძე დასახელდა
პოლიციის პოლკოვნიკი ჭიკაიძე, რომელსაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი აქვს დამთავრებული 2007 წელს დიპლომატიის სპეციალობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში 2008 წლიდან მუშაობს.
08-ნოემბერი-2013
საფრანგეთის და საქართველოს თავდაცვის მინისტრების შეხვედრა პარიზში
საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ეს ორი ქვეყნის თავდაცვის მინისტრებს შორის „პირველი ოფიციალური შეხვედრა“ იყო. მინისტრებმა „სამხედრო მრეწველობის სფეროში თანამშრომლობის საკითხები“ განიხილეს, განაცხადა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ დაკონკრეტების გარეშე.
07-ნოემბერი-2013
მთავარმა პროკურორმა გადადგომის შესახებ განცხადება გააკეთა
აღნიშნა რა ის ფაქტორი, რომ მისი საქმიანობის დრო საქართველოში „ორხელისუფლებიანობის“ დროს დაემთხვა, კბილაშვილმა განაცხადა: „ბუნებრივია ისიც, რომ ვარ კოჰაბიტაციით განაწყენებულ მოქალაქეთა წყრომის ადრესატი“. „თუმცა ვთვლი, რომ პრემიერ ივანიშვილის მთავრობის პოლიტიკა, რომელიც სისხლის სამართლის სფეროში ზომიერებითა და დაბალანსებულობით გამოირჩეოდა, ერთადერთი სწორი პოლიტიკა იყო“, - განაცხადა მან.
06-ნოემბერი-2013
უსუფაშვილი პოლიტიკურად მოტივირებულ დევნას გამორიცხავს
პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა განაცხადა 6 ნოემბერს, რომ არც პრეზიდენტ სააკაშვილის და არც ნებისმიერი სხვა პირის მიმართ საქართველოში პოლიტიკურად მოტივირებული დევნა არ იქნება.
06-ნოემბერი-2013
მთავრობა მოკრძალებულ საპრეზიდენტო ინაუგურაციას გეგმავს
არჩეული პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის ინაუგურაციის მოსამზადებელმა სახელმწიფო კომისიამ განაცხადა, რომ ცერემონია, რომელიც 17 ნოემბერს იგეგმება, ზომიერი და უბრალო იქნება ხარჯების მინიმუმამდე დაყვანის მიზნით.
05-ნოემბერი-2013
საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი სამეურვეო საბჭოს ასარჩევად კანონში ცვლილებები შედის
მაუწყებლობის შესახებ კანონში ივლისიდან ამოქმედებული ცვლილებების თანახმად, ახალი საბჭო 2014 წლის იანვრიდან უნდა შექმნილიყო, თუმცა ქართული ოცნების დეპუტატების ჯგუფმა მოამზადეს ცვლილებების პროექტი, რომელიც მიღების შემთხვევაში, ძალაში ნოემბრის ბოლოდან შევა და შესაბამისად, არსებული საბჭოს ახალი შემადგენლობით შეცვლის პროცესი დაგეგმილზე, დაახლოებით, ერთი თვით ადრე დაიწყება.
04-ნოემბერი-2013
მარგველაშვილის თქმით, პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციაში ქართულ-ამერიკული უნივერისტეტის განთავსება იგეგმება
ახალი პრეზიდენტი არ აპირებს ავლაბრის რეზიდენციაში განათავსოს მისი ადმინისტრაცია, რომელიც საწყის ეტაპზე, ვიდრე თბილისში ათონელის ქუჩაზე პრეზიდენტის ახალი რეზიდენციის კეთილმოწყობა დასრულდება, დროებით სახელმწიფო კანცელარიის შენობაში დაიდებს ბინას.
03-ნოემბერი-2013
სააკაშვილმა ახალაია შეიწყალა
პრეზიდენტის შეწყალების მიუხედავად, ახალაია, რომელსაც 28 ოქტომბერს სამი წლით და ცხრა თვით პატიმრობა შეეფარდა ციხის ბუნტის საქმეზე, ვერ დატოვებს ციხეს, ვინაიდან მას წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული გირგვლიანის საქმეზე, სადაც მას ბრალად ედება სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება 2006 წელს, როდესაც ის სასჯელაღსრულების დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა
ანდრო ბარნოვი: ალბათ კანცელარიის წინ თავი უნდა დავიწვა, რომ პრემიერმა ყურადღება მომაქციოს
ცოტა ხნის წინ შიდა ქართლში პრეზიდენტის რწმუნებულმა, ანდრო ბარნოვმა, გაავრცელა ინფორმაცია, რომ ე.წ. კონფლიქტის ზონაში მდებარე რამდენიმე სოფელში რუსმა ოკუპანტებმა მავთულხლართები გაავლეს, ზოგან უშუალოდ საცხოვრებელი სახლის ეზოშიც კი გაატარეს და რწმუნებულმაც ხელისუფლების მხრიდან ამ ფაქტზე სასწრაფო რეაგირება მოითხოვა.
საკონსტიტუციო ცვლილება - პროცედურის მძევალი
„ბოლო ერთი თვის განმავლობაში უმრავლესობის გამოსვლების ტონალობა, შინაარსი და სიგნალი ყოველთივს იყო, რომ ჩვენით ან ჩვენ გარეშე ეს ცვლილებები იქნება მიღებული, რომ გამოჩნდებიან ადამიანები, რომლებიც საკუთარი ინდივიდუალური გადაწყვეტილებით მხარს დაუჭერენ კონსტიტუციას. ყოველივე ამან დავით ბაქრაძე ​​ჩვენ გვაიძულა და დაგვიტოვა მხოლოდ ერთი გამოსავალი, რომ საკითხი გარკვეულიყო ძალიან მარტივად და ეს გარკვევის გზა არის სარეიტინგო კენჭისყრა!
დავით ზურაბიშვილი - თუ "აბაროტის" აღება გვინდა, მაშინ ისევ იქ დავბრუნდებით, საიდანაც თითქოსდა გამოვაღწიეთ
თუ გვინდა ნორმალური ქვეყანა, ეს უნდა იყოს ქვეყანა ყველასთვის და არა მხოლოდ "სწორი მენტალობის" მქონე მოქალაქეებისთვის, ხოლო თუ მაინცა და მაინც რევანში და "აბაროტის" აღება გვინდა, მაშინ ისევ იქ დავბრუნდებით, საიდანაც თითქოსდა გამოვაღწიეთ.
Patria: რუსეთი, რუსო, ტოკვილი, მე
ქართული პატრიოტიზმის იდეა არც ზვიად გამსახურდიას შეუქმნია და არც ნაციონალური მოძრაობის დამარცხებით დასრულებულა. ეს არის იდეა, რომელსაც სხვადასხვა დროს სხვადასხვა ფორმით უარსებია, არსებობს და, რაც მთავარია, გარდაქმნის პოტენციალი გააჩნია.
პრეზიდენტისთვის უფლებების შეზღუდვის ბოლო შანსი
პარლამენტი იმ საკონსტიტუციო ცვლილების განხილვას იწყებს, რომლითაც პრეზიდენტს "ხელიდან ასანთი უნდა გამოართვან". ანუ, უმრავლესობის არგუმენტით, არ მისცენ პოლიტიკური კრიზისის შექმნის, უმცირესობის შეფასებით კი - პარლამენტის და მთავრობის დათხოვნის საშუალება. ამ პროექტის ჩავარდნის შემთხვევაში კი საკითხის ხელმეორედ დაყენებას საერთოდ აზრი ეკარგება.
"ვიცი, რაც მოხდება ამ ინტერვიუს გამოქვეყნების შემდეგ"
რესპუბლიკური მასშტაბის (და არა მუნიციპალური) ადმინისტრაციული დაწესებულებები - მთავრობა, პარლამენტი, სასამართლო ერთიანად უნდა გადავიდეს ახალქალაქის სამხედრო ქალაქის ტერიტორიაზე
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მოუწოდებს ქალბატონ ეკა ბესელიას და ნებისმიერ სხვა პირს: იმ შემთხვევაში თუ თვლიან, რომ ქარტიის წევრის მიერ გავრცელებული ინფორმაცია ან შეკითხვა შეიცავს არაზუსტ ფაქტებს, მიმართონ ქარტიას. ქარტია მათთან ერთად იმსჯელებს ფაქტების სიზუსტესა და ჟურნალისტის მიუკერძოებლობის საკითხზე."
აგრარული უნივერსიტეტი ხელახალი ავტორიზაციის წინაშე?
განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი მარგველაშვილი 12 მარტის გადაწყვეტილების გაბათილებას არ აპირებს, თუმცა ამბობს, რომ აგრარულ უნივერსიტეტს ავტორიზაცია პროცედურების დაჩქარებული გავლით მიენიჭება. ამის შესახებ მან დიპლომატებსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრაზეც ისაუბრა.
ევროპის კართან
გასულ კვირას საქართველოში აგრარულ უნივერსიტეთან ერთად ევროპარლამენტი ალბათ ყველაზე ხშირად ნახსენები სიტყვა იყო. 2013 წლის 6 მარტიდან 14 მარტამდე ევროპარლამენტსა და საქართველოს მთავრობას შორის ღია მიწერ-მოწერა მიმდინარეობდა. ევროპარლამენტიდან მოსულ წერილს 23 ევროპარლამენტარი აწერდა ხელს. აქედან 19 ევროპის სახალხო პარტიის წევრია, რომელიც ყველაზე დიდი პოლიტიკური ჯგუფია ევროპარლამენტში
კოტე კუბლაშვილი: პრემიერ-მინისტრი ცდება
"მე მგონი, პრემიერ-მინისტრი ცდება, როცა ამას ამბობს. იმიტომ, რომ ვისთანაც არ უნდა ჰქონდეს ურთიერთობა, როცა ადამიანი ინიშნება ისეთ თანამდებობაზე, რასაც ჰქვია უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, მას აქვს ერთადერთი იდეოლოგია, ეს არის სასამართლოს დამოუკიდებლობა".
ეკა ბესელია: "სომხურისთვის რეგიონული ენის სტატუსის მინიჭების საკითხი პარლამენტის დღის წესრიგში არ დგას"
"ეს არის საკითხი, რომელიც არ გასცილებია შიდა, საკრებულოში განხილვის ფარგლებს. ეს არ არის საკითხი, რომელიც დღის წესრიგში დგას პარლამენტში, მასზე არ შემოსულა არანაირი ოფიციალური მომართვა და არ იხილება
დღეიდან პარლამენტი საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვას იწყებს
"გვინდა, შევზღუდოთ სააკაშვილის განუსაზღვრელი უფლებამოსილება და მოვაშოროთ ის უფლება, რომ არ შეეძლოს მთავრობის დათხოვნა და საკუთარი მთავრობის ერთპიროვნულად შექმნა. ჩვენ ასევე ვფიქრობთ, რომ გავითვალისწინოთ არასამთავრობო ორგანიზაციების მოსაზრება, რომ ბოლო 6 თვის განმავლობაში საპრეზიდენტო უფლებამოსილების ვადის გასვლამდე ასევე არ შეიძლებოდეს პარლამენტის დათხოვნა", - განაცხადა ბესელიამ.
სტალინი, ჩერჩილი და... აქუბარდია
ფანტაზიის ნაკლებობას არ ვუჩივი, მაგრამ სიმართლე გითხრათ, ძალიან გამიჭირდებოდა პარალელების გავლება პოტსდამის კონფერენციას, სტალინ-ჩერჩილსა და "კვირის პალიტრას" შორის. თუმცა ეს ერთმა ჩემმა კოლეგამ შეძლო, კერძოდ, დავით აქუბარდიამ, იმავე აქუმ. ამის საბაბი კი ისეთივე სასაცილოა, როგორიც ზემოხსენებული პარალელი - სიგარეტის მოწევა.
წერილების ომი
ჩემი აზრით, ორივე მხარე, უბრალოდ, ვირზე შეჯდა და იქიდან ჩამოსვლა არ სურდა, თორემ რა პრობლემა იყო უნივერსიტეტისთვის ერთი-ორი ხარვეზის გამოსწორება, ან რა საჭირო იყო ასეთი სიმკაცრის გამოჩენა და მართლაც ერთ-ერთი საუკეთესო სასწავლებლისთვის ავტორიზაციის გაუქმება? მიეცათ დრო და ასეთ სკანდალსაც ავცდებოდით. მაგრამ არა, ყველაფერი გაართულეს!
ვინ წერს წერილებს...
საქართველოს მთავრობის მხრიდან, აგრესიაზე გაათკეცებული აგრესიით პასუხი, მეგობრებისთვის იმის თქმა, რომ ისინი იმდენად სულელები არიან, რომ სიცრუეს აწერენ ხელს და მის ტირაჟირებას ახდენენ, ან ევროპელთათვის იმის ახსნა, რას ნიშნავს ევროპელობა სრულიად უსუსური და არაფრის მომტანი რიტორიკაა. ამით ვერც საქართველოს პრემიერ- მინისტრი და მთავრობა დაიცავს თავს ევროპული კრიტიკისგან და არც საქართველო აღმოჩნდება უკეთეს მდგომარეობაში, ამით მხოლოდ ნაცმოძრაობა გაძლიერდება.
პრემიერ-მინისტრის შერბილებული თუ შემტევი ტონი?
ის ფაქტი, რომ აუცილებლად აიძულონ უმცირესობა, რომ ხმა მისცენ კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებს და ამისათვის ერთგვარად ხელის გადაგრეხის პოლიტიკა ტარდება, ეს კიდევ ერთი მიზეზია იმისა, რომ, სამწუხაროდ, ახალ ხელისუფლებას დასავლეთში არც ისე კარგი რეიტინგი აქვს... გია ნოდია

10-დეკემბერი-2013
ანტიდასავლეთი
დასავლეთთან დაახლოება სულაც არ ნიშნავს თვითმყოფადობაზე უარის თქმას. სულ პირიქით: ყველა დასავლური ქვეყანა სხვადასხვანაირია. დასავლეთი მრავალფეროვანია და სხვადასხვაგვარი. ერთმანეთს ყველაზე მეტად ანტიდასავლური ქვეყნები ჰგვანან.
09-დეკემბერი-2013
ძალაუფლების შესახებ
დემონსტრაციების ჩატარების ძალაუფლებაც პოლიტიკური ძალაუფლებაა. საპატრიარქოს ახალგაზრდულ ფრთას “დავითიანი” სურვილისამებრ შეუძლია რუსთაველის გამზირის გადაკეტვა და კაბების შრიალით ჩავლა, მაშინ როდესაც იგივე ადგილის უფრო მცირე ხნით გადაკეტვისთვის პოლიცია სტუდენტებს უმოწყალოდ რბევს და 400 ლარითაც აჯარიმებინებს სასამართლო.
08-დეკემბერი-2013
ტიტანების შემდეგ
საქართველოს მნიშვნელოვანი დღეები დაუდგა. ისტორიას, რომელიც ახლა იქმნება, შეიძლება ასეც ვუწოდოთ – „ტიტანების შემდეგ“. ორი ზედმეტად დიდი ინდივიდუალობა, ისინი, ვინც ბოლო დროს დომინირებდა ქვეყანაში, მიხეილ სააკაშვილი და ბიძინა ივანიშვილი, სულ რაღაც ერთი კვირის ინტერვალით, ქვეყნის პოლიტიკური სცენიდან წავიდა.
05-დეკემბერი-2013
მოლდოვა და საქართველო – ფრონტის ახალი ხაზი ევროკავშირს და რუსეთს შორის
ივ-მიშელ რიოლი ბოლო დღეების სიმბოლიკა გამაოგნებელია. პატარა ბალტიისპირულმა რესპუბლიკა ლიტვამ გადამწყვეტი როლი ითამაშა კომუნისტური წყობის დანგრევაში და პირველმა გამოაცხადა დამოუკიდებლობა საბჭოთა კავშირისგან 1991 წელს. დღე ის გახდა მთავარი მოწმე იმისა, თუ როგორ განამტკიცა რუსეთმა პოზიციები თავისი გავლენის ზონაში.
04-დეკემბერი-2013
მარგველაშვილი რუსეთზე, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის შესახებ საუბრობს
რუსეთს ზემოქმედების არანაირი ბერკეტები არ გააჩნია იმისათვის, რომ საქართველო ევროპული ინტეგრაციის კურსიდან გადაიყვანოს და მომავალ წელს ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერაში შეუშალოს ხელი, განაცხადა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა.
11-ნოემბერი-2013
რელიგიათა საბჭოს განცხადება რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის შესახებ საკანონმდებლო ინიციატივაზე
მიუხედავად იმისა, რომ მთელ მსოფლიოში რელიგიასა და გამოხატვის თავისუფლებას შორის კონფლიქტი არაერთხელ გამხდარა მსჯელობის საგანი და რელიგიათა საბჭოს წევრებს ამ საკითზე ადრეც გაგვიკეთებია განცხადება, ჩვენ კიდევ ერთხელ გვინდა განვაცხადოთ, რომ ხსენებული ნორმის შინაარსი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, ადამიანის ძირითად უფლებებს და ზღუდავს გამოხატვის თავისუფლებას.
11-ნოემბერი-2013
რატომ არ ილაპარაკა გიორგი მარგველაშვილმა ოკუპაციაზე თუ დევნილებზე?
საზოგადოებაში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია ინტერვიუმ, რომელიც ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა რუსეთის პირველი არხის გადაცემა ”ვოსკრესნოე ვრემიას" მისცა. თუკი ანალიტიკოსების ერთი ნაწილისთვის ამ ინტერვიუში ახალი და გასაოცარი არაფერია, მეორე ნაწილი შემაშფოთებელ ტენდენციაზე ლაპარაკობს.
08-ნოემბერი-2013
"2013 წლის ბიუჯეტი ჩავარდნისთვის არის განწირული" - სად გაქრა 600 მილიონი?
"აქამდე ფინანსთა სამინისტროს ხისტმა და ჯიუტმა პოლიტიკამ მიგვიყვანა" "მოვიშორეთ ერთი ჭირი, ბიზნესის ტერორის სახით, მაგრამ მეორე ჭირმა, არაკომპეტენტურობამ წამოყო თავი" "წლევანდელ ბიუჯეტს უკვე აღარაფერი ეშველება, რაზეც პასუხისმგებლობა ფინანსთა მინისტრმა და სამინისტრომ უნდა აიღონ"
07-ნოემბერი-2013
რუსეთი-ევროპა: ცივი ომი გამოცხადდა
ალენ ფრანკო 28 ნოემბერს ევროკავშირი უკრაინასთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერას გეგმავს. მოსკოვი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ეს დაახლოება აღკვეთოს. რუსეთს და ევროკავშირს შორის ცივი ომის ატმოსფერომ დაისადგურა. ბრიუსელი უკვე სერიოზულად უპირისპირდება კრემლს. ევროკავშირი ცდილობს უკრაინის ევროპაში ინტეგრაციას, მაშინ როცა მოსკოვი ამას გააფთრებით ეწინააღმდეგება. რუსეთის რისხვის პირველი მსხვერპლი ლიტვაა, მეზობელი და ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა. ორთაბრძოლაში ყველა ტიპის თავდასხმაა დაშვებული, მათ შორის, საინფორმაციო კამპანიები ქვეყნის პრეზიდენტის დალია გრიბაუსკაიტეს წინააღმდეგ.
05-ნოემბერი-2013
ივანიშვილი რუხი კარდინალი გახდება?
მოლი კორსო საქართველოს პრემიერმინიტრი ბიძინა ივანიშვილი ამტკიცებს, რომ მისი გადადგომა, რასაც ამ თვეში აპირებს, ხელს შეუწყობს ამ ამიერკავკასიურ რესპუბლიკას, გათავისუფლდეს ძლიერი პოლიტიკური ფიგურებისაგან. თუმცა პოლიტოლოგები თბილისში ვარაუდობენ, რომ იმ შემთხვევაშიც, თუკი ივანიშვილი უარს იტყვის თავის ოფიციალურ სტატუსზე, ის მაინც დარჩება კულისებიდან ქართული მთავრობის მმართველ ძალად.
მთავარი | ახალი ამბები | სხვა ამბები | დაგვიკავშირდით
© 2011 Democracy discourse, All Rights Reserved
file '' not found